პრემიერი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებზე – ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს

ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს,- ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კობახიძის განმარტებით, სწორედ ეს არის მმართველი ძალის მთავარი პრინციპი, რომ ყველა კანონი იყოს სამართლებრივად გამართული და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი.
„ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი – ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.
კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.
კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

ასევე დაგაინტერესებთ