პრემიერი – ჩვენ გვახსოვს 2020, 2021, 2022 წლები, სანქციებით ხომ ვერავინ დააშანტაჟეს? აქედან გამომდინარე, შანტაჟს ახლაც არავითარი ფასი არ ექნება

ვერც ქართულ საზოგადოებაზე და ვერც ხელისუფლებაზე ვერავინ იშანტაჟებს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის შეკითხვას, ელოდება თუ არა მმართველი გუნდი დასავლეთისგან სანქციებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება სანქციებით ვერც 2020, 2021, 2022 წლებში დააშანტაჟეს.
„შანტაჟი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ გვახსოვს 2020, 2021, 2022 წლები. სანქციებით ხომ ვერავინ დააშანტაჟეს? აქედან გამომდინარე, შანტაჟს ახლაც არავითარი ფასი არ ექნება. ვერც ქართულ საზოგადოებაზე და ვერც ხელისუფლებაზე ვერავინ იშანტაჟებს“, -აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.