პრემიერი – ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს

კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს – კახი კალაძის რეიტინგი 65%-ზე მაღალია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია მათი დაკვეთით ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევებს არ აქვეყნებს, რადგან მარცხის აღიარება არ უნდათ.
„ჩვენ ვიცით, რომ 60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით. თბილისში დაახლოებით 55%-ია ჩვენი პარტიული შედეგი და შეიძლება 60%-მდე მივიღოთ უშალოდ თბილისში პარტიული ხაზით. რაც შეეხება კახი კალაძის რეიტინგს, 65%-ზე მაღალია კახი კალაძის რეიტინგი. ასევე, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. ასეთ დროს, შეუძლებელია მათთვის [ოპოზიციისთვის] კვლევების გამოქვეყნება. მაშინ წინასწარ უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან