პრემიერი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და­ სახალხო არტისტის – ს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ყველას-ოთარ იოსელიანის ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის – ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.
ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.