პრემიერი „ფორმულას“ ინფორმაციაზე – ეს იაფფასიანი შანტაჟის მცდელობაა – უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ თუ საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, დაისჯება საზოგადოება

ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა – უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში, დაისჯება საზოგადოება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „EU-ში მიღწეულია შეთანხმება უვიზოს შეჩერებაზე დემოკრატიის უკუსვლის კვალდაკვალ“.
კობახიძის განცხადებით, ასეთ შანტაჟს მკაფიო პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს.
„რეალურად არ ვიცი, ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა – უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში, დაისჯება საზოგადოება – ეს არის მესიჯი. ამ მესიჯს ავრცელებს ტელეკომპანია „ფორმულა“. ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟი, რომელსაც ფასი ვერ ექნება საარჩევნოდ, ქართული საზოგადოება ასეთ შანტაჟს კიდევ უფრო მკაფიო პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს.“-განაცხადა მ.
ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს