პრემიერი – საქართველო-ჩეხეთის მატჩში გამარჯვებას ერთგვარი გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენმა ბიჭებმა აჩვენეს განსაკუთრებული სულისკვეთება და პატრიოტიზმი

საქართველო-ჩეხეთის მატჩზე ძალიან დიდი ტალანტი აჩვენეს ბიჭებმა კიდევ ერთხელ და აჩვენეს განსაკუთრებული სულისკვეთება, განსაკუთრებული პატრიოტიზმი – სწორედ ამის შედეგია ის არაჩვეულებრივი თამაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ახალციხეში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება.
„ძალიან დიდი სიხარული იყო. პირველი თამაში იყო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აქ მოგებას, ერთგვარი გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა გამარჯვებას.
თქვენ ნახეთ, რომ ძალიან დიდი ტალანტი აჩვენეს ბიჭებმა კიდევ ერთხელ და აჩვენეს განსაკუთრებული სულისკვეთება, განსაკუთრებული პატრიოტიზმი და ამის შედეგია ის არაჩვეულებრივი თამაში, რომელიც ვიხილეთ გუშინ.
კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს და სრულიად საქართველოს და მომავალში გამარჯვება მინდა ვუსურვო ჩვენს ნაკრებს.
ზეგ არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში და დარწმუნებული ვარ, იქაც გვექნება არაჩვეულებრივი შედეგი,”- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა