პრემიერი – სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია

არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით ს განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რა დროსაც იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან მეტ კომუნიკაციას მოუწოდებს.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადებით საბოლოოდ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი მიზანი არჩევნების მიმართ საბოტაჟის განხორციელებაა.
„მგონი არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას. მან ამით საბოლოოდ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია“,-აღნიშნა ირაკლი მ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს.
ამასთან, ზურაბიშვილის ინფორმაციით, თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “ადგილზე მყოფ ელჩებთან არანაირი საუბარი არ ყოფილა, რათა საკითხმა წინ წაიწიოს და გზები გამოინახოს“.
ზურაბიშვილის თქმითვე, თავის მხრივ, დიასპორაც გამოხატავს მზაობას, მათ სარგებლობაში არსებული ფართების საარჩევნო გამოყენების თაობაზე.