პრემიერი – რადიკალური ოპოზიცია ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას – ეს სცენარი გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, თუმცა, დღეს უწევთ ეს ძალადობრივი რესურსი გაანიავონ

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს სცენარი გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, თუმცა, დღეს უწევთ ეს ძალადობრივი რესურსი გაანიავონ, რაც მოაკლებთ მათ მუხტს არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის,- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი მ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხესთან დაკავშირებულ რისკებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, იშიფრება დაახლოებით 15 ახალგაზრდული ძალადობრივი ორგანიზაცია, რომელიც დატრენინგებულია ძალადობისთვის.
„ამ ყველაფერს ცდილობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია ამდენი წელია. ყოველ წელს ცდილობენ სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს სცენარი გამზადებული ჰქონდათ მათ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, თუმცა, მათ უწევთ დღეს ეს ძალადობრივი რესურსი გაანიავონ, რაც მოაკლებთ მათ მუხტს არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. ნიავდება ძალადობრივი რესურსი, თან ლუსტრაცია ხდება. რეალურად იშიფრება დაახლოებით 15 ახალგაზრდული ძალადობრივი ორგანიზაცია, რომელიც დატრენინგებულია ძალადობისთვის, შესაბამისად მათი ძალადობრივი მეთოდები იშიფრება. ძალიან კარგი პროცესები წარიმართება მთლიანობაში, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. მთლიანობაში მოხდება მათი ძალადობრივი რესურსის განიავება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეროვნული ამოცანა“,- აღნიშნა პრემიერმა.