პრემიერი – კონკრეტულ ორგანიზაციებს არ სურთ, საქართველოში რეალიზებული იყოს დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი, გამჭვირვალობა, რადგან ბევრი აქვთ დასამალი, მათ შორის ექსტრემიზმი, რევოლუციები, ეკლესიაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა

კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ, კლასიკურ, ევროპულ პრინციპს – გამჭვირვალობას და კონკრეტული ორგანიზაციები გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ, რადგან არ სურთ, გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციების, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პროპაგანდის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ რეალურად, ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ სურდათ, საქართველოში რეალიზებული ყოფილიყო დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი – გამჭვირვალობა.
„ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი კონკრეტულ ორგანიზაციებს, აშკარაა, რომ საქართველოში ხდებოდა გარე წყაროებიდან ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების, ათასგვარი მანკიერი პროპაგანდის, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის დაფინანსება. რა თქმა უნდა, ეს დასამალია და ამიტომ არ უნდათ, საქართველოში იყოს რეალიზებული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რასაც ჰქვია გამჭვირვალობა. ჩვენ, თავის დროზე, მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ეფუძნებოდა ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ, კლასიკურ, ევროპულ პრინციპს – გამჭვირვალობას. ისინი გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ, რადგან არ სურთ, გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციების, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პროპაგანდის თაობაზე. ეს ყველაფერი დღესავით ნათელია,“- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“