პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟოზეფ ბორელს შეხვდა

პრემიერი ჟოზეფ ბორელს შეხვდა
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ხელმძღვანელობს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი ირაკლი .
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების სხდომის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძე ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში.
ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
Next: ირაკლი კობახიძის განცხადებებს, არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა –

ასევე დაგაინტერესებთ

გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტი არის ღირსების აქტი, რომელსაც ბოლომდე დაიცავს სახელისუფლებო გუნდი და თითოეული ქართველი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა, იდენტობა და ტრადიცია