პრემიერი: ვნახეთ პოლიციის “ცალკეული ინციდენტები” და მომიტინგეების “სისტემური ძალადობა”

ირაკლი 29-30 ნოემბრის ღამის დარბევისას სამართალდამცველების “ცალკეულ ინციდენტებზე” საუბრობს და “სისტემურ ძალადობაში” ადანაშაულებს პროევროპული აქციის მონაწილეებს. მისი თქმით, “გამოძიება ორივე მიმართულებით წარიმართება”.
30 ნოემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა 29-30 ნოემბრის ღამის დემონსტრაციას, რომელიც პოლიციამ დაარბია.
ირაკლი კობახიძემ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება “ცალკეულ” და “სამწუხარო” ინციდენტებად შეაფასა, დემონსტრაციის მონაწილეები კი “ბრუტალურ ძალადობაში” დაადანაშაულა.
“ერთ მხარეს იყო ძალადობა, მეორე მხარეს იყო ინციდენტები”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
პრესკონფერენციის განმავლობაში მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გუშინდელი დემონსტრაცია “არ იყო მშვიდობიანი”.
“ჩვენთვის ორივე მიმართულებით არის მიუღებელი ძალადობა, შესაბამისად, გამოძიებაც უნდა იყოს წარმართული ორივე მიმართულებით”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელ ფაქტებს უწოდებს პოლიციის მხრიდან “ინციდენტს”, ირაკლი კობახიძემ გამოყო შემთხვევა, როცა პოლიციელი წაქცეულ აქციის მონაწილეს წიხლს ურტყამს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
“არ შეიძლება ამან არ აღგაშფოთოს”, – თქვა კობახიძემ ამ შემთხვევაზე საუბრისას და დასძინა, რომ პოლიციელმა “გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას”.
მან ასევე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრსა და “თითოეულ პოლიციელს”, რომლებიც, მისი თქმით, “საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდნენ”.
“რამდენიმე თვე იქნება რთული”
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მთავრობა დასავლეთთან ურთიერთობების “გადატვირთვას” ელის.
“მომდევნო რამდენიმე თვე იქნება შესაძლოა უფრო რთულიც, ვიდრე იყო ბოლო სამი წელიწადი”, – თქვა საქართველოს პრემიერმა.
კობახიძის თანახმად, “ვიღაც-ვიღაცები ჩქარობენ”, სანამ -ში ს ინაუგურაცია შედგება და ში ომი დასრულდება.
კობახიძის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომის დამთავრებას “რამდენიმე თვე დასჭირდება”.
“მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, არსებობს ყველა წინაპირობა ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვისთვის. ჩვენ ველოდებით ამ მომენტს”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.
უკრაინის ომზე საუბრამდე, კობახიძემ ბოლო ორი დღის აქცია “ნაცმაიდანის” მცდელობად შეაფასა.
მან თავად გაავლო პარალელი იანუკოვიჩის უკრაინასა და დღევანდელ საქართველოს შორის და თქვა, რომ “2013 წლის უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით და, რაც მთავარია, გამოცდილი და ბრძენი ხალხით, რომლის სიმტკიცესაც ვერავინ შეარყევს”.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეების პროტესტის ორგანიზებაში ბრალი დასდო “შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს”.
კობახიძეს აღარ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ იგულისხმა.
29-30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო და გამთენიამდე გააგრძელა. 06:15 საათისთვის პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.
ეს აქციების მეორე ღამე იყო. საქართველოს რამდენიმე ქალაქში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა.
-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაკავებულია 107 პირი, რომლებსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
შსს ამბობს, რომ დაშავდა 10 პოლიციელი, დაშავებული დემონსტრანტების ზუსტი რიცხვი უცნობია.
აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებულ სისასტიკეზე ჰყვებიან. ვრცელდება მონათხრობის ამსახველი კადრებიც.
29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.
უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.
სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პროტესტის პირველ დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ 43 ადამიანი დააკავეს.
ფორუმი