პრემიერი – ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის – შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას

ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკამ ევროპა მიიყვანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობამდე და მძიმე ტენდენციებამდე, მათ უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, ევროპა ჯერ კიდევ ინარჩუნებს, მათ შორის კეთილდღეობის იმ დონეს, რომელიც 70-წლიანი უწყვეტი მშვიდობის საფუძველზე შეიქმნა ევროპის მასშტაბით, მაგრამ ტენდენციები არის უკიდურესად შემაშფოთებელი.
მთავრობის მეთაურის თქმით,
ცდილობენ, ხელოვნურად ჩაჭრან კავშირები ისეთ ქვეყანასთან მაგალითად, როგორიც არის საქართველო.
„ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 2008 წელს 30 პროცენტი და ეს წილი ჩამოსულია 17 პროცენტამდე. როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობა და ასეთი მძიმე ტენდენციები გაქვს, უნდა იყო გადართული როგორც საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე, ასევე ურთიერთობების მაქსიმალურად განვითარებაზე, თუმცა ამ ფონზე ვხედავთ, რომ ისინი არათუ ურთიერთობების, თანამშრომლობის განვითარებას ცდილობენ, არამედ ისინი პირიქით ცდილობენ, ხელოვნურად ჩაჭრან კავშირები ისეთ ქვეყანასთან მაგალითად, როგორიც არის საქართველო. ეს არ შედის ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებში და აქედანაც ჩანს, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე ძალების კარნახით და არა ევროპის საზოგადოების ინტერესების კარნახით.
ევროპული ბიუროკრატია არის თვისებრივად გარე ძალების გავლენის ქვეშ, ეს არის „დიფ სთეითი”. „დიფ სთეითის” გავლენები შესუსტდა -ში, მაგრამ აქცენტები გადმოვიდა ევროკავშირში და ამის გაგრძელებაა თუნდაც ის, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის საქართველოში. მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ როგორც კი დასრულდება ომი ში, ეს მიდგომები შეიცვლება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან. ჩვენ ვართ სრულიად ღია, თუმცა მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას არსაუბარს, ეს არის სრულიად საბჭოური მიდგომები, რაც უნდა გამოსწორდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.