პრემიერი – დე ფაქტო სანქციებთან დაკავშირებით ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ო’ბრაიენს – მეტ დეტალს ვერ ვიტყვი, უხერხული თემებია, მოვერიდები, არ მინდა ზედმეტად დავაზიანო პარტნიორების რეპუტაცია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს დე ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ დეტალების გასაჯაროებას არ აპირებს, რადგან არ სურს დააზიანოს მათ შორის, პარტნიორების რეპუტაცია.
„რაც შეეხება დე ფაქტო სანქციას, ეს მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ო'ბრაიენს. ვესაუბრე შეხვედრაზე, რომელიც შედგა ამ თანხის გაყინვის შემდეგ, გარკვეული მოთხოვნა იყო წამოყენებული ამ შეხვედრის და ა.შ. მთელი რიგი დეტალები გავაცანი ამასთან დაკავშირებით. მეტ დეტალს ვერ ვიტყვი, უხერხული თემებია, ამიტომ მოვერიდები. არ მინდა ზედმეტად დავაზიანო მთელი რიგი სუბიექტების, მათ შორის, პარტნიორების რეპუტაცია. ხალხში უნდა დარჩეს დადებითი აღქმა მთელ რიგ პარტნიორებთან მიმართებით.
დეტალებს ვერ ვიტყვი. 2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა მას შემდეგ, რაც მან სააკაშვილს ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი. ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ, ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ ში ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა სხვა ნაბიჯები. ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ჰქონდეს შესაბამისი აღქმა დე-ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. ბევრი დეტალია ამის უკან, რაც იძლევა მყარი აღქმის არსებობის უფლებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დე-ფაქტო სანქცია, რომელიც დაწესდა იმის საპირწონედ, რომ თავის დროზე, კონკრეტულ, ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯზე არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი. დღეს, ჩვენს შეხვედრაზე ფორმალურ სანქციებზე არ ყოფილა საუბარი. ეს არ ყოფილა საუბრის საგანი ჩვენს შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, 2.5 საათი და სანქციები არ იყო ნახსენები“,- განაცხადა მ.
ცნობისთვის, მ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი “დასავლეთს ანდო”, თუმცა ეს თანხა “გლობალური ომის პარტიის ხელში აღმოჩნდა.”