პრემიერი – გვქონდა საინტერესო დისკუსია ელჩებთან ერთად, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე

გვქონდა საინტერესო დისკუსია ელჩებთან ერთად და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ, ბერლინში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევა.
„ჩვენი პრიორიტეტები ზოგადად არის ყველასთვის ცნობილი. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება, ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არის გარკვეული სირთულეები, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თანმიმდევრულად ვივლით წინ და 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ხაზი არის აბსოლუტურად ნათელი და ცხადი, თუმცა არის ბევრი ნიუანსი, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდებოდა დღეს მოსაზრებების გაცვლა”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია ეუთო-ს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბონ