პრემიერი – გვაქვს კორუფციის სიმცირე, გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, საგადასახადო სისტემა და სწორი მენეჯმენტი მთავრობაში, კორუფციისა და მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვის ნაბიჯები გადაიდგა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას

გასული 4 წლის განმავლობაში საქართველო პირველ ადგილზე იყო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, წელსაც საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
„ჩვენ განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ წელსაც გაგრძელდა ეს ტენდენცია. ე.წ. ექსპერტების, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ათასი პროგნოზი კეთდებოდა ეკონომიკურ ვარდნასთან, აპოკალიფსთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად ვხედავთ, რომ სხვა მიმართულებით ვითარდება პროცესები. წელსაც საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 8% არის იანვარ-ივლისის მაჩვენებელი და ეს არის ის მიღწევა, რასაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. მოხარული ვართ, რომ EBRD-მაც გაზარდა საკუთარი პროგნოზი ისევე, როგორც მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა თავისი პროგნოზი საქართველოსთან მიმართებით, იმ პირობებში, როდესაც სხვა ქვეყნების მიმართ პროგნოზები პირიქით, უარესდება. მაგალითად, რომ ავიღოთ მოლდოვა, მოლდოვასთან ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში სხვაობა ეკონომიკებს შორის გავზარდეთ 11 მლრდ დოლარზე მეტით. თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა სხვაობაა. ეს არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ გვაქვს კორუფციის სიმცირე, გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული საგადასახადო სისტემა და სწორი მენეჯმენტი საქართველოს მთავრობაში. სწორედ ეს უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. კიდევ უფრო გაუმჯობესების რესურსი არსებობს. იგივე კორუფციის კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, ასევე – მენეჯმენტის გაუმჯობესების კუთხით. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…