პრემიერი – გასული თვეების განმავლობაში გვაქვს 7.9% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე, გადაჭარბებით შესრულდება – ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე

გასული თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 7.9% ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე, გადაჭარბებით შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდის მაღალი მაჩვენებელია.
„ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე, მეტყველებს იმაზე, რომ არის მაღალი ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მისი ეკონომიკური გარემოს და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ასეთი ტიპის პროექტები, როგორიც არის Emaar-ის Eagle Hills-ის პროექტი, რომელიც დაიწყება ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)