პრემიერი – განცხადებები „ვეტინგთან“ დაკავშირებით სწორედ, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩვენთვის, ამოსავალი წერტილი ევროკავშირია, თუ არგუმენტები იქნება, მოვისმენთ

განცხადებები “ვეტინგთან” დაკავშირებით სწორედ, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩვენთვის, ამოსავალი წერტილი ევროკავშირია, თუ არგუმენტები იქნება, მოვისმენთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „როცა რაღაცას ითხოვენ, არგუმენტები უნდა წარადგინონ“.
„როცა იგივე ადეიშვილი ევროკავშირის კაბინეტებში დადის, ეს არ არის ევროკავშირის პრობლემა, ევროკავშირი ჩვენთვის ღირებულებებია. სამწუხაროდ, ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში სწორედ, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იგივე განცხადებები “ვეტინგთან” დაკავშირებით სწორედ, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩვენთვის, ამოსავალი წერტილი ევროკავშირია, თუ არგუმენტები იქნება, მოვისმენთ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებისთვის სრული ღიაობა გვექნება, მაგრამ როცა ჩვენ არგუმენტები გვაქვს, მეორე მხრიდანაც ველოდებით არგუმენტებს, სწორედ ეს არის ევროკავშირის ღირებულებები.
არგუმენტები არ არის, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როცა რაღაცას ითხოვს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…