პრემიერი – ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და შესაბამისად, ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემა არის ბატონი ს უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას უკვე მრავალი წელია ეწევა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენისა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემისთვის, რაც არის ძალიან დიდი შენაძენი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც 979 წლით თარიღდება და ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი. ამ ქველმოქმედებას ბატონი ბიძინა უკვე მრავალი წელია ეწევა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ ქველმოქმედებამ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად – ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. საუკუნეების მანძილზე ჩვენს ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას იოანე ზოსიმეს ეს უნიკალური ხელნაწერი“, – აღნიშნა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა