პრემიერი – არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ურჩევნიათ, უმაღლესი განათლება მიიღონ სხვა ქვეყნებში, როცა მიდის ახალგაზრდა, მათი დიდი ნაწილი ქვეყნისთვის დაკარგულია, მითუმეტეს, რომ კონკრეტულ სახელმწიფოებს აქვთ ე.წ. ტვინების მიზიდვის პოლიტიკა

ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას და უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული.
„ზოგადად, რაც შეეხება სისტემას, პრობლემები რომ გვაქვს, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ეს არის სფერო, სადაც ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ სწორედ უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი საერთო მიზანი, რომ გავაგრძელოთ უმაღლესი განათლების რეფორმა.
დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ეს თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული და შეუძლებელია, ჩვენი სიდიდის ქვეყანაში, 35-წლიანი ისტორიის გათვალისწინებით, რომ 64 უნივერსიტეტში, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის გამოწვევების ფონზე, ჰქონდეს უზრუნველყოფილი თანაბრად მაღალი ხარისხი. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი განათლების საშუალო ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ეს ვითარება რადიკალურად შევცვალოთ, გვინდა, რომ უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა, იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში.
ერთ-ერთი გამოწვევა არის ახალგაზრდების იმიგრაცია და ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ სხვა ქვეყნებში. როდესაც სხვა ქვეყანაში მიდის ახალგაზრდა, მათი დიდი ნაწილი ქვეყნისთვის დაკარგულია. მით უმეტეს, რომ კონკრეტულ განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ ე.წ. ტვინების მიზიდვის პოლიტიკა, რასაც ძალიან წარმატებულად ახორციელებენ, საუკეთესო შესაძლებლობების და უნარის ახალგაზრდები მიდიან და რჩებიან სხვა ქვეყნებში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და უნდა შეჩერდეს არა ხელოვნურად, არამედ იმით, რომ უნდა გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი და დონე ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ სულისკვეთებას ეფუძნება ის კონცეფცია, რომელიც ჩვენს მიერ არის წარმოდგენილი. პირველი ამოცანა ეს არის დეკონცენტრაცია და ამ მიმართულებით არის კონკრეტული ქმედებები განსაზღვრული ჩვენს კონცეფციაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის მართვის სისტემის დახვეწა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხარისხის მართვის სამსახურში შედის კურიკულუმები, სილაბუსები, ხდება მათი გადამოწმება, თუმცა ეს არსებითად ფორმალური პროცედურაა.
„ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ დიპლომის ხარისხზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა უნივერსიტეტი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, დიპლომს გასცემს სახელმწიფოს სახელით, თუმცა ზუსტად იდენტური დიპლომი, გაცემული სხვადასხვა უნივერსიტეტის მხრიდან არის განსხვავებული ხარისხის შინაარსობრივად. მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ, სადაც მოქმედებს 100-მდე სახელმწიფო სხვადასხვა უნივერსიტეტი, თითო ქალაქში მოქმედებს თითო უნივერსიტეტი ბერლინის გარდა, სადაც ორია, არსებითად, სწავლების ხარისხი შინაარსობრივად ერთი და იგივეა და სახელმწიფო გასცემს დიპლომს, რაზეც იღებს სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენთან ასე არ არის. ერთი დიპლომის ხარისხი არის დაბალი, მეორის – მაღალი, ყველა თანაბრად გაიცემა სახელმწიფოს სახელით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხარისხის მართვის სისტემა საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას და დახვეწას“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია – „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს

თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს