პრემიერი – არამეგობრულ აქტს ეწოდება „მეგობარი აქტი“ – ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, -ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული MEGOBARI აქტი არამეგობრულია და მეტყველებს იმაზე, რომ ურთიერთობების გადახედვაა საჭირო.
როგორც მ ჟურნალისტებს განუცხადა, იმედოვნებს, რომ მომავალში პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდება.
„სამწუხაროა, რომ აქტს, რომელსაც „მეგობარი აქტი“ ჰქვია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს. ანუ, არამეგობრულ აქტს ეწოდება „მეგობარი აქტი“. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები“,- განაცხადა მ.
ცნობისთვის, -ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის – საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიიღო. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.
კანონპროექტი მიზნად საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ისახავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით ს გავლენას დაუპირისპირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს