პრემიერის მეთაურობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.
ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით. განიხილეს მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესება.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს მთავრობის ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

აეროპორტების გაერთიანება – აზიის განვითარების ბანკმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა