“პრემიერის განცხადებამ გამახარა” – ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსზე, მოახლოებულ არჩევნებსა და რუსეთზე

“პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბამ გა­მა­ხა­რა, რად­გან ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან ზუს­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო”

ასე უპასუხა პრეზიდენტმა შეკითხვას: “პრო­რუ­სუ­ლად მიჩ­ნე­ულ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი სტა­ტუ­სი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა იყო. გა­გაკ­ვირ­ვათ ამან?“.

“გა­მა­ხა­რა. ის დღეს საფ­რან­გეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და ეს­წრე­ბა მშვი­დო­ბის ფო­რუმს, ხვდე­ბა პრე­ზი­დენტ მაკ­რონს. ამან [გან­ცხა­დე­ბამ] მე გა­მა­ხა­რა, რად­გან ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან ზუს­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად აი­ძუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ერთ ევ­რო­პულ სიხ­ში­რე­ზე იყ­ვნენ. ვნა­ხოთ… ვფიქ­რობ, რომ სტა­ტუ­სი, რო­მელ­საც იმე­დია წლის ბო­ლოს მი­ვი­ღებთ, იქ­ნე­ბა არა სტა­ტუ­სი მო­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რო­გორც “სა­ბო­ლოო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა“, არა­მედ რო­გორც strings attached, უფრო მეტი და უფრო ძლი­ე­რი კავ­ში­რი ევ­რო­პას­თან, ევ­რო­პის მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა. ევ­რო­პა უნდა იყოს ჩვენ­თან ერ­თად, ეტა­პობ­რი­ვად, შემ­დეგ ეტა­პამ­დე.

იმე­დი მაქვს, რომ თუ გვექ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს წარ­მო­იშ­ვას ახა­ლი კო­ა­ლი­ცია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­ვას­რუ­ლებთ ყვე­ლა პი­რო­ბას, რომ ჩვენ გავ­ხსნათ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერთი წელი გვაქვს დაგ­ვი­ა­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თან შე­და­რე­ბით, ეს წელი უნდა ავი­ნა­ზღა­უ­როთ და ამი­სათ­ვის ევ­რო­პა ჩვენს გვერ­დით უნდა იყოს”, – გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით: “მო­სახ­ლე­ო­ბამ გუ­შინ კარ­გად იგ­რძნო, რომ ჩვენ ამ გზა­ზე მარ­ტო­ნი არ ვართ. ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია. გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე და წევ­რი ქვეყ­ნის იუ­რი­დი­ულ სტა­ტუს­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­პულ ოჯახ­ში ყოფ­ნა და ის, რომ გა­რეთ არ ვი­ყოთ და­ტო­ვე­ბუ­ლი. ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი“.

– “არ გე­ში­ნი­ათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ხელს შე­გიშ­ლით რე­ფორ­მე­ბის ბო­ლომ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში?”

“ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მა­ში ვართ, ხალ­ხის ხმა, ხალ­ხის როლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ შევ­კრი­ბე გუ­შინ, არა მხო­ლოდ აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, რად­გან არ ვი­ცო­დით აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბო­და თუ არა, არა­მედ ხელ­მო­წე­რე­ბის კამ­პა­ნი­ის და­სა­წყე­ბად, რა­მაც 15 დე­კემ­ბრამ­დე უნდა მიგ­ვიყ­ვა­ნოს. ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რათა ევ­რო­კო­მი­სი­ის­თვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რობს ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვალ ამ გზას. მთავ­რო­ბე­ბი იც­ვლე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა რჩე­ბა. 2024 წელი არ­ჩევ­ნე­ბის წე­ლია, რო­მე­ლიც 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის თვე­ში ჩა­ტარ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ ევო­ლუ­ცია, მაქ­სი­მა­ლუ­რად სტა­ბი­ლუ­რი და მშვი­დი, რო­მე­ლიც მიგ­ვიყ­ვანს კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას­თან“, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

-“სლო­ვა­კე­თის ახ­ლა­დარ­ჩე­ულ­მა პრო­რუ­სულ­მა პრე­მი­ერ­მა ფუ­კომ შე­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა და ხომ არ ში­შობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო იგი­ვე გზით შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს?”

“ჩვენ არ ვაწ­ვდით ია­რაღს უკ­რა­ი­ნას, ცხა­დი მი­ზე­ზე­ბის გამო, სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ორი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია გვაქვს, არის რა­ღა­ცე­ბი, რისი უფ­ლე­ბაც არ შეგ­ვიძ­ლია მივ­ცეთ სა­კუ­თარ თავს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე მთავ­რო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა არ მაქვს. მაგ­რამ მე, ისე­ვე რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბა, უფრო ღიად ვუ­ცხა­დებ სო­ლი­და­რო­ბას უკ­რა­ი­ნას, რაც ვთვლი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ჩვენ გვაქვს მსგავ­სი ის­ტო­რია, წარ­სუ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გვექ­ნე­ბა ერ­თნა­ი­რი მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­ში. ეს სო­ლი­და­რო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და თუ თქვენ ჩა­მოხ­ვალთ თბი­ლის­ში, ამ სო­ლი­და­რო­ბას ყველ­გან და­ი­ნა­ხავთ უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­შე­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც ისე­ვე მრავ­ლა­დაა, რო­გორც ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი დრო­შე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

“ეს პრო­ექ­ტი არის ერ­თა­დერ­თი პერ­სპექ­ტი­ვა, უსაფრ­თხო­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, პერ­სპექ­ტი­ვა იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა ამ ევ­რო­პუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის ნა­წი­ლი იყოს, რის გა­რე­შეც სა­ქარ­თვე­ლომ იცის, რომ ის მარ­ტო რჩე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­შე.

ვფიქ­რობ, რომ დღეს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­პას­თან ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გარ­და, სიღ­რმი­სე­უ­ლი მო­ტი­ვა­ცი­აა იმის ცოდ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს მარ­ტო, იზო­ლი­რე­ბუ­ლი ამ უფრო და უფრო ტურ­ბუ­ლენ­ტურ მსოფ­ლი­ო­ში და რო­მელ­შიც რუ­სეთ­მა აჩ­ვე­ნა და ისევ და ისევ ყო­ველ­დღი­უ­რად უკ­რა­ი­ნა­ში აჩ­ვე­ნებს, თუ რა­ო­დენ იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რია ის. სა­ქარ­თვე­ლო მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მი­უ­ახ­ლოვ­დეს ევ­რო­პას რუ­სე­თის­გან თა­ვის უკეთ და­სა­ცა­ვად.

მე არ და­ვა­სა­ხე­ლებ ქვეყ­ნებს, სა­დაც რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სრუ­ლად არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ბრი­უ­სე­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ერთი მხრივ, არის იმ პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, და ასე­ვე არის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე უა­რის თქმა (რაც 27 ქვეყ­ნის მიერ დე­კემ­ბერ­ში გა­და­წყდე­ბა) სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ხა­ზის მიღ­მა და­ტო­ვებ­და, ნაც­რის­ფერ ზო­ნა­ში, რაც ძა­ლი­ან სა­ში­ში იქ­ნე­ბო­და რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, შავი ზღვის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის და უმი­ზე­ზო წა­ხა­ლი­სე­ბა, სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბო­და რუ­სე­თის­თვის.

ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ეს უდი­დე­სი იმედ­გაც­რუ­ე­ბა იქ­ნე­ბო­და, რად­გან მათ აქვთ გან­ცდა, რომ იმ­სა­ხუ­რე­ბენ ევ­რო­პა­ში შეს­ვლას მათი წარ­სუ­ლის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, 30 წლი­ა­ნი გან­ვლი­ლი გზის გამო. იმის გამო, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ქარ­თვე­ლებს მუდ­მი­ვად სურ­დათ ევ­რო­პა და აცხა­დებ­დნენ ამას ოკუ­პა­ცი­ის, 2008 წლის ომის, რუ­სე­თის მხრი­დან მრა­ვა­ლი ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად. გუ­შინ წინ, ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ამ­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის წინა დღეს, ჩვენ ვგლო­ვობ­დით, რად­გან ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ოკუ­პი­რე­ბულ ზო­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს რუ­სუ­ლი ტყვი­ით და მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე გა­ი­ტა­ცეს. სა­ერ­თა­შო­რი­სო მსოფ­ლი­ოს­თვის ეს ჩვე­უ­ლი რა­მაა, ჩვენ მუდ­მი­ვად ამ რე­ჟიმ­ში ვცხოვ­რობთ და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო ბა­ნაკს არ იც­ვლის და ევ­რო­პის­კენ იყუ­რე­ბა, რად­გან ვი­ცით, რომ ეს ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი მო­მა­ვა­ლია“, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ