პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს
პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს,საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს! სამწუხაროდ არ გამართლდა მოლოდინი, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შედგე რუსეთ უკრაინის ომი დასრულდებოდა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ომის დასასრულმა გაურკვეველი დროით გადაიწია, ევროპის ქვეყნები არა მშვიდობისთვის არამედ ომისთვის ემზადებიან, ზრდიან სამხედრო ბიუჯეტს, სამხედრო მრეწველობას – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კოლექტიური დასავლეთი საქმით ამტკიცებს, რომ საქართველოში არსებული მშვიდობით აღშფოთებულია და საქართველოზე მორიგ შეტევას ამზადებს, რომელმაც ხალხის აღშფოთება უნდა გამოიწვიოს და რევოლუციური სცენარი განავითაროს, რაც მთავრობის შეცვლას და ომში ჩართვას გამოიწვევს, საბედნიეროდ ევრობიუროკრატების მცდელობა უშედეგო იქნება, რადგან ქართველი ხალხი და მთავრობა, არა აგენტურის არამედ საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე დგას.
„ პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს! სამწუხაროდ არ გამართლდა მოლოდინი, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შედგე რუსეთ უკრაინის ომი დასრულდებოდა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ომის დასასრულმა გაურკვეველი დროით გადაიწია, ევროპის ქვეყნები არა მშვიდობისთვის არამედ ომისთვის ემზადებიან, ზრდიან სამხედრო ბიუჯეტს, სამხედრო მრეწველობას და ა.შ.
მსოფლიოში ომის დროება დგას, სამხედრო შეტაკებები ფაქტობრივად ყველა კონტინენტზე მიმდინარეობას, რაც მსოფლიოს გაურკვეველ ვითარებაში აყენებს, დღევანდელობის გათვალისწინებით მისაბაძი და დასაფასებელია საქართველოს მთავრობის პრაგმატული პოლიტიკა, რომელმაც საქართველო, ომის ქარცეცხლს ხელიდან გამოგლიჯა და ქვეყანაში, ევროპისთვის საოცნებო ბომბების წვიმა არ დაუშვა! კოლექტიური დასავლეთი საქმით ამტკიცებს, რომ საქართველოში არსებული მშვიდობით აღშფოთებულია და საქართველოზე მორიგ შეტევას ამზადებს, რომელმაც ხალხის აღშფოთება უნდა გამოიწვიოს და რევოლუციური სცენარი განავითაროს, რაც მთავრობის შეცვლას და ომში ჩართვას გამოიწვევს, საბედნიეროდ ევრობიუროკრატების მცდელობა უშედეგო იქნება(როგორც წარსულში) , რადგან ქართველი ხალხი და მთავრობა, არა აგენტურის არამედ საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე დგას!“ – წერს ჩიხელიძე.
Previous: დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს
