პრეზიდენტ ტრამპის თქმით, აშშ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას

აშშ განაახლებს სთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლას. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც შაბათ-კვირის უქმეების შემდეგ ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, 9 მარტს, -ის პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს თითქმის უკვე გააკეთეს.
5 მარტს მედიით გავრცელდა ცნობები, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება, რაც სერიოზულად აფერხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარს, ქვეყანა დაიცვან ს დარტყმებისგან.
თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება შეჩერებულია. მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა თეთრ სახლში, მისი შელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ სთან.
9 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ კარგ შედეგებს მოელის უკრაინის დელეგაციასთან ამ კვირაში, საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრისგან.
ს ქალაქ ჯიდაში შეხვედრა 11 მარტსაა დაგეგმილი.
სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, რათა განსაზღვრონ, რა დათმობებისთვის არის მზად უკრაინა რუსეთთან ომის დასასრულებლად. როგორც Reuters-ს უთხრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, შეუძლებელია ამბობდე, რომ მშვიდობა გსურს და უარს ამბობდე კომპრომისზე.
აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგებზე დამოკიდებული იქნება სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც.
დღეს, 10 მარტს უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ვიზიტისას შეხვდება ამ ქვეყნის ტახტის მემკვიდრე პრინცს. მეორე დღეს, აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკება ექნებათ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს.
9 მარტს, ღამით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ შედეგების იმედი აქვთ როგორც მშვიდობის მოახლოების, ისე მხარდაჭერის გაგრძელების საკითხებში.
საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
18 თებერვალს სწორედ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილებოდა. უკრაინა შეხვედრაზე არ მიუწვევიათ, რამაც ს და ევროპის სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია.
28 თებერვალს ვაშინგტონში ჩაიშალა აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკება და ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი მაშინ იყო 3000-დან 4000 ლარამდე, ამ ფულით ვერც ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს – ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები

შალვა პაპუაშვილი – ადრე რაც USAID-ის, NED-ის და მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, ახლა უკვე გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე