პრეზიდენტ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში

პრეზიდენტ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.
“ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური პროგრესი და გრძელვადიანი უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია