პრეზიდენტ ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ს დაცვის სამსახურის ერთ-ერთ ავტომანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტი 17 დეკემბერს, გვიან საღამოს მოხდა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში, სადაც ჯო ბაიდენი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა.
ტელეკომპანია ABC-ს და სააგენტო Reuters-ის ცნობით, შტაბიდან გამოსული პრეზიდენტი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, როცა დელავერის სანომრე ნიშნიანი, „სედანის“ ტიპის ავტომობილი შეეჯახა უსაფრთხოების სამსახურის ავტომანქანას, რომელსაც გზაჯვარედინი ჰქონდა გადაკეტილი. პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მძღოლი მათ მოთხოვნას დაემორჩილა და ხელები მაღლა ასწია. უსაფრთხოების სამსახურს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკვე იმყოფებოდა იმ ავტომობილში, რომლითაც პრეზიდენტი მგზავრობს. მოგვიანებით მას ჯო ბაიდენი შეუერთდა და ისინი სახლში დაბრუნდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!

“საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერი დიპლომატების თანამდებობიდან გათავისუფლებას ან დაქვეითებას”

ირაკლი კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას