პრეზიდენტობის კანდიდატი ცნობილია – შემდეგი ეტაპები

პრეზიდენტის ს დასაჩქარებლად, საარჩევნო კოდექსში გაწერილი ვადები შეიცვალა. “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ინაუგურაცია წლის ბოლომდე უნდა მოესწროს, რათა არ დაირღვეს კონსტიტუცია – პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, 5-ის ნაცვლად, 6 წელი არ გამოვიდეს. საარჩევნო კოდექსის ვადები მ 26 ნოემბერს, საღამოს გამართულ სხდომაზე, დადგენილებით შეცვალა. ყაველაშვილი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს.
პარლამენტში, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, „ქართულმა ოცნებამ“ 26 ნოემბერს დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
ახალი პრეზიდენტი საქართველოსთვის რიგით მეექვსე იქნება, მაგრამ იქნება ასევე პირველი – არაპირდაპირი წესით არჩეული.
27 ნოემბერს „ქართულმა ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი და აქტიური წევრი. “ხალხის ძალას” ოპოზიცია მმართველის პარტიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა.
ვინ აირჩევს “ოცნების” რჩეულს?
26 ნოემბერს, ცესკომ განკარგულებით განსაზღვრა 300-წევრიანი კოლეგიის შემადგენლობა, რომელიც ახალ პრეზიდენტს ირჩევს:
· საქართველოს პარლამენტი – 150 წევრი [ყველა წევრი];
· ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – 20 წევრი [ყველა წევრი];
· აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – 21 წევრი [ყველა წევრი];
· პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან – 109 წევრი.
„ოცნებას“ კოლეგიაში პარლამენტიდან 89 წევრი ჰყავს, თვითმმართველობიდან 54. ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტიდან, რომლის უფლებამოსილებას და ლეგიტიმურობასაც ისინი არ ცნობენ, 61 წევრი, თვითმმართველობიდან კი, ჯამში – 55 წევრი.
არსებული მოცემულობით, ყაველაშვილი სავარაუდოდ ერთადერთი კანდიდატი იქნება.
პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ჯერ კიდევ გუშინ, 26 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ – „გახარია საქართველოსთვის“.
„როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის და უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღებად“, – თქვა გახარიამ.
· კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც.
· საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით, საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
· არჩევნებს ატარებს პარლამენტი, ცესკოს დახმარებით.
ცესკოს დადგენილებაში წერია, რომ – პრეზიდენტის არჩევნები [პირველი ტური] იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე.