პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას.
ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზია, სტიქიასთან ბრძოლას რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება.
8 თებერვლის სხდომის ბოლოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა ირაკლი კობახიძის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობას 84 ხმით ნდობა გამოუცხადა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს გადადგომის შემდეგ, მ პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ