პრეზიდენტმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს და პატიმრობიდან გაათავისუფლოს – ნიკა ობოლაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს და პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
მისი განმარტებით, ვინ, როგორ და როგორი სიმწვავით გამოხატა პროტესტი, ეს მის პირად გამბედაობაზეა დამოკიდებული.
“რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი და გაათავისუფლოს ამ პატიმრობიდან და ტყვეობიდან ლაზარე გრიგორიადისი, რადგან მისი ბრძოლის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი. ვინ, როგორ და როგორი სიმწვავით გამოხატა პროტესტი, ეს მის პირად გამბედაობაზეა დამოკიდებული და პირად ბრძოლაზე. ეს ბრძოლა იყო სამართლიანი”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის გაურკვეველი წარმომავლობის პარტიის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საუკუნის პროექტს “აჰაჰავებს” – გახარიას პერიოდში მისი ბოლის გარდა, არაფერი გაკეთებულა