პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ, 17 აპრილის სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.
17-18 აპრილს ევროპული საბჭოს სპეციალური სამიტი იმართება. ორდღიანი შეხვედრისას ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებს, ს, თურქეთს, ახლო აღმოსავლეთსა და ლიბანს.
შარლ მიშელის განცხადებით, სამიტზე საგარეო ურთიერთობის საკითხებზეც იმსჯელებენ.
საქართველოს პრეზიდენტი მანამდე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსახლეობის ნებისა და პარტნიორების პროტესტის ფონზე ხელისუფლების დაჟინება, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა.
თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღეს, 16 აპრილს, არაერთხელ დაიძაბა მდგომარეობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.