პრეზიდენტმა ნაკრების წევრები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
დაჯილდოება 2 ივლისს თავისუფლების მოედანზე, საფეხბურთო ნაკრების დახვედრის საზეიმო ცერემონიალზე გაიმართა.
„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის. ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ დასაწყისი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ