პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ს შეწყალებას ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი 12 აპრილს, მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა იმავე საღამოს განაცხადა, თუმცა ამის შემდეგ, მოსამართლემ 14 დღიანი ვადა ითხოვა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად.
დღეს ადვოკატებმა განაჩენის დასაბუთებული ნაწილი მიიღეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩააბარეს, რის შემდეგად, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა.
ლაზარე ციხეს დღეს დატოვებს.