პრეზიდენტმა კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის, მის უსაფრთხოებასაც იცავს

“დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს?” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ს მიერ ს შეწყალებას. ჩიბურდანიძის თქმით, ამ საქციელით საქართველოს პრეზიდენტმა ცეცხლი წაუკიდა ყველა იმ პოლიციელს, ვინც საქართველოს მოქალაქეების და მათ შორის, პრეზიდენტის უსაფრთხოებას იცავს.
“სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიციას აკადრა ის, რაც სააკაშვილსაც კი არ უკადრებია. მან კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის მის უსაფრთხოებასაც იცავს. რომ არა კანონის ვალდებულება, პრეზიდენტი ღირსია ყოველგვარი დაცვის გარეშე დარჩეს. ეს შეურაცხყოფილი პოლიციელები აუცილებლად გასცემენ პასუხს არჩევნებზე უთავმოყვარეო პრეზიდენტს და კოლექტიურ ნაცმოძრაობას. დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს? პოლიციელის ღირსება ფეხქვეშ გათელა და ამის შემდეგ როგორ გინდა ახალგაზრდას მოსთხოვო მათდამი პატივისცემა? ზურაბიშვილმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც დაუმორჩილებლობისკენ და სისხლისღვრისკენ. იქამდე მიიყვანს საქმეს, რომ ქართველი ხალხი გააგდებს საქართველოდან და აღარასდროს აქ არ ჩამოუშვებენ” – წერს ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

: როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80-85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივა არამხოლოდ აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ახდენს რეგიონის პოზიციონირებას, როგორც ევროპისათვის სუფთა ენერგიის სტრატეგიული მიმწოდებლის – კავკასიაში EBRD – ის რეგიონული დირექტორი

EBRD ასევე უჭერს მხარს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს, რათა მრავალფეროვანი დაფინანსების წყაროები ჩამოყალიბდეს ქვეყნის შიგნით და გაიზარდოს გრძელვადიანი ლარის დაფინანსების ხელმისაწვდომობა