პრეზიდენტმა არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო ს დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. მან დოკუმენტს ხელი მედიის თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში მოაწერა.
„დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე – გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან…
ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს და ამიტომაც, როგორც პრეზიდენტს, მაქვს ჩემი სათქმელი. უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის – ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება… დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს.
იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტების და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას – ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან ყველაზე კარგი თავდაცვა არის ქვეყნის უსაფრთხოებისა.
ის კი მართალია, უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი: ევროპა თუ …“ – თქვა პრეზიდენტმა.
ამ საპარლამენტო არჩევნების თარიღი კონსტიტუციით იყო განსაზღვრული, თუმცა აუცილებელი იყო პრეზიდენტს გამოეცა განკარგულება.
საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს 5-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება. იმისთვის, რომ პარტიებს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ შეჰქმნოდათ, მათმა ნაწილმა ერთიანი სიით მონაწილეობა გადაწყვიტა.