პრეზიდენტი – ხომ ყველა ხედავს, ხომ მთელი მსოფლიო გმობს რეპრესიებს? თუნდაც სახალხო დამცველი, რომელიც დიდად დამოუკიდებელი და ოპოზიციური ნამდვილად არ არის – მანაც თქვა, რომ წამების მომენტებია

ჩვენ თუ იზოლაციისკენ მივდივართ, რატომ უნდა გავჩერდე მე? რატომ უნდა მიიღოს ეს პრეზიდენტმა? მე ფიცი დავდე ევროპულ ქვეყანაზე, დემოკრატიულ ქვეყანაზე, თავისუფალ ქვეყანაზე და მის დამოუკიდებლობაზე, მე ფიცი არ მიმიცია იმისთვის, რომ ბოდიში მოვუხადოთ რუსებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პირველი არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტი პასუხობს კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ მივიდა აქციაზე და ამბობს, რომ იქ არანაირი ესკალაცია არ ყოფილა.
„შეიძლება ყველაფერი გააკეთოთ – დააბრალოთ მშვიდობიან ხალხს, რომ ესკალაცია მათი ბრალია; დააბრალოთ პრეზიდენტს, რომელიც მივიდა თავის ხალხთან, შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებთან და ეკითხება, რატომ “მიდიხართ ხალხის წინააღმდეგ, რატომ იცავთ ს პოლიტიკას ხალხის მიმართ?” – არ არის ეს ნორმალური კითხვები? მე მშვიდად ვიყავი, სხვათა შორის ისინიც მშვიდად მომექცნენ. ალბათ, გასაგებიც არის. იქ არანაირი ესკალაცია არ ყოფილა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, რომ აქცია მას შემდეგ აღარ დაშალეს, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობას აღარ ჰქონდა ადგილი, პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პროპაგანდაა.
„ამ ტიპის პროპაგანდა ყველასთვის ცნობილია – დღეს მე ეს რომ გავაკეთე, ამიტომ აღარ დავარბიე. არცერთ დღეს რომ არ დაერბიათ? რომ დაენებებინათ? დასაწყისში არაფერი იყო გამოყენებული და შეიძლებოდა ამ პროტესტის ბოლომდე მიშვება. ხალხი გამოდის და აპროტესტებს წყნარად. მე თვითონ ვიყავი მისული, არაფერი ხდებოდა, რადგანაც მე მივედი და ჩემმა დაცვამ ნებართვა მომცა, რომ მივსულიყავი, ე.ი. არაფერი ხდებოდა. მივედი და „რობოკოპები“ იდგნენ. რატომ იდგნენ? რა საჭიროა, როდესაც მშვიდობიანია აქცია? ხალხში არავინ დაზიანდა, გარდა დარბევის. ხომ ყველა ხედავს, ხომ მთელი მსოფლიო გმობს რეპრესიებს? თუნდაც სახალხო დამცველი, რომელიც დიდად დამოუკიდებელი და დიდად ოპოზიციური ნამდვილად არ არის. (დამოუკიდებელი ზოგჯერ კი და ზოგჯერ – არა). მანაც ხომ თქვა, რომ წამების მომენტებია, თვითონ მისცა ამის კვალიფიკაცია, მე ხომ არა. მე მაბრალებთ, რომ არ ვარ ობიექტური და გეთანხმებით, შეიძლება არ ვარ, როდესაც საქართველოს და რუსეთს ეხება საქმე, არ ვარ ობიექტური. თუ ამისთვის საზოგადოებას უნდა მოვუხადო ბოდიში, მოვუხდი საზოგადოებას და არა რუსეთს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება