პრეზიდენტი: ჩვენ აღარ გვჭირდება დამხობა, ან რადიკალური გადაწყვეტილებები – ჩვენი გზა ევროპისკენ – არჩევნების თემა ეს იქნება

ბოლო სამი დღის განმავლობაში ვნახეთ მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციებია, სადაც ბევრი ახალგაზრდა მღეროდა და ცეკვავდა – ჩვენ ამ ქვეყანაში აღარ გვჭირდება დამხობა, ან რადიკალური გადაწყვეტილებები,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International News-სთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.

კითხვაზე, არის თუ არა მთავრობის მიმართ სრული მხარდაჭერა სამხედრო ძალაში და არსებობს თუ არა წერტილი, როდესაც ისინი შესაძლოა დარწმუნდნენ, რომ მომიტინგეებზე ასე მძიმე რეაგირება არ მოახდინონ, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის არ ელოდება ძალადობის სცენებს, ვინაიდან მოსახლეობა ძალიან მშვიდობიანია.

„ვფიქრობ, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, მათაც ჰყავთ შვილები, რომლებსაც ევროპასა და შეერთებულ შტატებში წასვლა და სწავლა სურთ. თვითონ არიან სამი ოჯახიდან ერთი, რომელსაც ნათესავები და ახლობლები ევროპაში ან -ში ჰყავთ. ასე რომ, ეს ქვეყანა უკვე მრავალმხრივ დასავლეთშია. ასე რომ, არ მგონია, აქ ძალადობის სცენები ვიხილოთ. ვფიქრობ, თვითონ მოსახლეობა ძალიან მშვიდობიანია. ბოლო სამი დღის განმავლობაში ვნახეთ მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციებია, სადაც ბევრი ახალგაზრდა მღეროდა და ცეკვავდა. დარწმუნებული ვარ ტენდენცია ასე გაგრძელდება. ეს სტრატეგიად უნდა იქცეს და მომავალ არჩევნებისკენ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ ამ ქვეყანაში აღარ გვჭირდება დამხობა, ან რადიკალური გადაწყვეტილებები. ეს ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და ჩვენ ამ არჩევნებში უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენი გზა ევროპისკენ – არჩევნების თემა ეს იქნება. , თუ ევროპა? ეჭვი არ მეპარება იმაში თუ, რას აირჩევს საქართველო“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, განმარტა, რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს დაუშვებს ისეთი მთავრობა იყოს ხელისუფლებაში, რომელიც აშკარად პრორუსულია.

„ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს დაუშვებს ისეთი მთავრობა იყოს ხელისუფლებაში, რომელიც აშკარად პრორუსულია, რადგან ეს ეწინააღმდეგება მოსახლეობის მთავარ, ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა და ეს არ შეიცვლება“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილზე: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება უსიამოვნოა – არ ვამართლებ რაც ვნახე, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, როგორი მოსათმენია?