პრეზიდენტი შსს-ს: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მშვიდობიანი აქციის დარბევა

პრეზიდენტი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, “დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა”.
ასევე ზურაბიშვილი მიმართავს სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები.
“ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
სირცხვილია, შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს” – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ -მ არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი, ასევე, სცადა მათი წყლის ჭავლით დაშლა. გარდა ამისა, სპეცრაზმმა სცემა მომიტინგეებს.