პრეზიდენტი – შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა და ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში

შედგა ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეიძლებოდა და ყოველ წუთს ჩანს, რომ ეს ეროვნული თანხმობა უფრო და უფრო ძლიერდება – აქაც, პრეზიდენტთანაც, რომელიც დღეს არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში დარჩა, შედგა ეროვნული თანხმობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეროვნული თანხმობა შედგა მთავარზე, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა და ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში.
„ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო. შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე – რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, რომ არ შეიძლება ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ნება და ევროპული მომავალი. შედგა ეს ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეიძლებოდა, ყოველ წუთს ჩანს, რომ ეს ეროვნული თანხმობა უფრო და უფრო ძლიერდება. საკმარისი ვახსენოთ, რომ თუნდაც დღეს დიპლომატიურ კორპუსში, ბიზნესში, ს პორტში და კიდევ სად და სად, ძლიერდება ეროვნული თანხმობა. ეს არის ჩვენი ძალა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა – აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში დარჩა, შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს