პრეზიდენტი – უკრაინის მშვიდობის სამიტი მნიშვნელოვანია, რათა ვაჩვენოთ უკრაინის მიმართ სოლიდარობა – გუშინ, დღეს და ხვალ, ვიდრე უკრაინა თავის ტერიტორიულ სუვერენიტეტს არ დაიბრუნებს

საქართველოს პრეზიდენტის ს განცხადებით, უკრაინის მშვიდობის სამიტი უკრაინის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის დაწყებამდე, უცხოურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„უკრაინის მშვიდობის სამიტი მნიშვნელოვანია, რათა ვაჩვენოთ უკრაინის მიმართ სოლიდარობა – გუშინ, დღეს და ხვალ, სანამ თავის ტერიტორიულ სუვერენიტეტს არ დაიბრუნებს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან