პრეზიდენტი ტრამპი და კატარის ამირა 1,2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკურ გაცვლაზე” შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კატარმა გააფორმეს 1,2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება. ამის შესახებ თეთრმა სახლმა გამოაცხადა 14 მაისს, კატარში პრეზიდენტ ს ვიზიტის დასრულების შემდეგ.
ორ ქვეყანას შორის შედგა ბიზნეს-გარიგებებიც, რომელთა მოცულობა 243 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მათ შორის ავიაკომპანია Qatar Airways-ი ამერიკული კომპანიებისგან, Boeing-ისა და GE Aerospace-ისგან შეიძენს თვითმფრინავებს და ძრავებს.
-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად კატარში 14 მაისს, დან ჩავიდა და კატარის ამირას, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში თავისი ტურნეს ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაასახელა სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვა, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ კატარში ტრამპის ვიზიტი შედგა იმ დროს, როცა კომპანია Trump Organization-ი რეგიონში ბიზნესს აფართოებს.
კომპანიამ, რომელთანაც პირადად აშშ-ის პრეზიდენტს ოფიციალურად კავშირი აღარ აქვს და მისი ვაჟები ხელმძღვანელობენ, მაისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გოლფის მოედნების და ვილების მშენებლობას გეგმავს.
ფორუმი