პრეზიდენტი ტრამპი არ გამორიცხავს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ში ომის შესაწყვეტად შეთანხმებას უნდა დასთანხმდეს. დონალდ ტრამპის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ ს მშვიდობის მიღწევა სურს.
21 იანვარს, თეთრ სახლში ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმებაზე უარით პუტინი რუსეთს ანგრევს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს და ინფლაციას და თქვა, რომ რუსეთს დიდი პრობლემები ექნება.
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ გამორიცხა, თუ პუტინი ომის შესაწყვეტად მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.
-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრები აქვთ უკრაინის პრეზიდენტთან და მალე ექნებათ რუსეთის პრეზიდენტთან.
ტრამპმა პირდაპირი პასუხი არ გასცა შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა აშშ უკრაინის იარაღით დახმარებას. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინას გაცილებით მეტად უნდა დაეხმაროს, რადგან არსებული სიტუაცია ევროპაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე შეერთებულ შტატებზე.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 20 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. რუბიოს არ უთქვამს, კონკრეტულად რა უნდა დათმოს, მაგალითად, უკრაინამ.
სახელმწიფო მდივნის თანახმად, ომის დასრულება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი პრიორიტეტია.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მირანდა ბაღათურია – რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

ზურაბ ჯაფარიძე – მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს – ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა