პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს – დაინიუს ჟალიმასის და მიხალ ვავრიკიევიჩის შეხვდა

პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს: დაინიუს ჟალიმასის და მიხალ ვავრიკიევიჩის შეხვდა.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა.
პრეზიდენტთან შეხვედრამდე თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი თბილისში იმყოფებიან ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში.
„სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა“, – განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა.
ასევე, ევროპარლამენტარის დაინიუს ჟალიმასის განცხადებით, საპარლამენტო არალეგიტიმურია.
„ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანონიერ უფლებას მის თანამდებობაზე, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს“, – დაინიუს ჟალიმასიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)