საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პუტინის ტიპის“ ქმედებას უწოდებს „ქართული ოცნების“ კონტრაქციას, სადაც საჯარო მოხელეები რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს.
პრეზიდენტი „ტვიტერზე“ აზიარებს თბილისისკენ მომავალ ავტობანზე საცობის ფოტოს და წერს:
„გუშინ „რუსული კანონის“ და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე იყო. დღეს „პუტინის სტილის“ აქციაა: მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაში დასაკრავად საჯარო მოხელეები ავტობუსებით თბილისში ჩამოიყვანეს. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველო!“ — წერს ზურაბიშვილი.
Yesterday, Day 15 of massive spontaneous protests against “Russian law” and for Georgia’s European future. Today, a “Putintype ” action: civil servants “bused” to Tbilisi to applaud ruling party’s decisions.
Real Georgia is free Georgia! European Georgia! pic.twitter.com/NGUqZ9mEqu — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 29, 2024
29 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ საკომიტეტოს მოსმენაზე მეორე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი. დღესვე თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ შეკრება მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.