პრეზიდენტი პრემიერის ინიციატივაზე: დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის!

საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას “აგენტების კანონის” შესახებ საჯარო დისკუსიის გამართვაზე -ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან.
“დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის!
სათქმელიც ითქვა : კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს!
მეტი რა?!” – წერს საქართველოს პრეზიდენტი. ბერლინში ჩატარებულ დებატებში ის გულისხმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის გასულ კვირაში გამართულ შეხვედრას, რომლის დასრულების შემდეგაც ოლაფ შოლცმა მკაფიოდ თქვა, რომ “ქართული ოცნების” ინიციირებული სადავო კანონპროექტი ევროპული არ არის და მისი სულისკვეთება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის შემაშფოთებელია.
ირაკლი მ ელჩებთან დისკუსიის იდეის შესახებ კვირას, 14 თებერვლის საღამოს, დაწერა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. მისი იდეა კრიტიკის საგანი გახდა როგორც მოქალაქეების, ისე ოპოზიციის მხრიდან. ამ ინიციატივის შესახებ პოსტის ქვემოთ კობახიძეს შეახსენებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წლებია სატელევიზიო დებატებს არ თანხმდებიან ოპონენტებთან და სტუმრადაც მხოლოდ მათდამი ლოიალურად განწყობილ ტელევიზიებში დადიან.
ირაკლი კობახიძის განცხადების ფონია საქართველოს პარლამენტში “რუსულ კანონად” წოდებული “აგენტების კანონის” დაბრუნება განსახილველად – ეს კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციების და დასავლეთიდან მძლავრი კრიტიკის შედეგად გაიწვია.
საქართველოს პარლამენტი “აგენტების კანონის” განხილვა დღეს, 15 აპრილს, ხმაურით დაიწყო იურიდიულ კომიტეტში – საპარლამენტო განხილვის პარალელურად მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ.