პრეზიდენტი „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შეხვდა

„ჩვენ გვჭირდება ერთობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე გვჭირდება იმ მანდატების დაცვა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს მისცა ჩვენმა მოქალაქეებმა. როგორც ხედავთ, „ქართული ოცნება“ აგრძელებს თავის სპეცოპერაციას, ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით და უამრავი გეგმა გვაქვს, როგორ გავაკეთოთ ეს“, – თქვა მ, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, პრეზიდენტს ახლა ისტორიული მისია აქვს.
„ამ კრიზისის განმავლობაში აქვს ისტორიული მისია და უნარი, რომ ეს როლი შეასრულოს როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების გამთლიანებაში, გაერთიანებაში, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს რა კონკრეტულ ფორმებს შეიძენს, ეს მისი გადასაწყვეტია. მე, უბრალოდ, საუბარი მინდოდა პოლიტიკურ პროცესზე, კონსულტაცია გვქონდა. ყველა მიმართულებით ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანებია. ეს არის არაღიარება, ამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დღეს, 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მე-11 მოწვევის პარლამენტში, ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას.
ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი – 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ყველა ოპოზიციური პარტია გაყალბებულს უწოდებს და მის შედეგებს არ აღიარებს.
ფორუმი