პრეზიდენტი ივანიშვილს: როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებისას მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ვინადან, მისი თქმით, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი „დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას“.
„საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?
რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის;
საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება, როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე- ჩინჩალაძეს მაშინ, როცა, ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, დამოუკიდებლობის შემდეგ ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ამ კონტექსტში ახსენა მან “სასამართლო კლანიც”. მისი თქმით, მოსამართლები “მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას“.
30 დეკემბერს პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა. პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს, ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება.
· საქართველოს სასამართლო სისტემას, საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, სრულად საზოგადოების მხოლოდ 5% ენდობა;
· არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ სისტემას მართავს „სასამართლოს კლანი“, რომლის ერთ-ერთ ლიდერად ლევან მურუსიძეს ასახელებენ;
· საქართველოს მთავარმა პარტნიორმა – -მ 2023 წლის 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთი ყოფილ მოსამართლესა და მათ ოჯახებს. სანქცია დაუწესეს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე).

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – ამ ეტაპზე ხელისუფლების არც ქმედება და არც რიტორიკა არ მაფიქრებინებს, რომ ისინი აშშ-სთან ვითარების განმუხტვასა და გამოსწორებაზე ზრუნავენ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი გველის