პრეზიდენტი: თუკი პროევროპული ძალები არჩევნებს მოიგებენ, ალბათ, მათთან ერთად ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრო-ევროპული ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იგი, სავარაუდოდ, მათთან ერთად იქნება. მოახლოებულ არჩევნებსა და მის გეგმებზე პრეზიდენტმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის მისი ყველაზე დიდი წუხილი, პრეზიდენტი პასუხობს: “ის, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით პირველი შანსი, მოლაპარაკებები გაგვეხსნა [ევროკავშირთან]”.
“თუკი ქარტიაზე ხელმომწერი პრო-ევროპული ძალები და პარტიები არჩევნებს მოიგებენ, ალბათ, მათთან ერთად ვიქნები, რათა ეს ქარტია მივიტანო მომდევნო ევროპულ საბჭომდე და უზრუნველვყო მოლაპარაკებების გახსნა, რომელიმე პოზიციიდან, რაც ჯერ კიდევ უნდა განისაზღვროს”, – ამბობს ზურაბიშვილი.
გამოცემის ცნობით, კითხვაზე, თუ რას ფიქრობს მის მემკვიდრეობაზე, პრეზიდენტი სიამაყეს გამოხატავს ოპოზიციის გაერთიანებაში მისი ძალისხმევის გამო.
როგორც Politico წერს, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს “ეგზისტენციალურს” უწოდებს, თუმცა სიფრთხილეს იჩენს შედეგების პროგნოზის გაკეთებისას.
ინტერვიუში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნებისთვის” “საკმაოდ რთული” იქნება დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენა.
“მათთვის საკმაოდ რთული იქნება ევროკავშირთან და ამერიკელ პარტნიორებთან რაიმე სახის ურთიერთობების განახლება იმ რაოდენობის თავდასხმების შემდეგ, რასაც ისინი ახორციელებენ”.
“საით მიგყავთ საქართველო?” – Politico-ს ცნობით, ეს სალომე ზურაბიშვილის მთავარი კითხვაა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს მიმართ.
“კონსპირაციების თეორიებში ვერ შევალ, თუმცა ეს შეიძლება, იყოს გეგმა… შეიძლება [ბიძინა ივანიშვილის] კავშირები მოსკოვთან ჯერ კიდევ არის და ის კიდევ უფრო გამყარდეს”, – ციტირებს პრეზიდენტს Politico.
საქართველოში საპარლამენტო 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“