პრეზიდენტი: ვიქნები თქვენთან, რომ ევროპამ, ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს არჩევნებზე

პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის ერთადერთი – ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა, არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელუსუფლებამ ჩვენზე ბევრად კარგად იცის, ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები, ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითებია, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება, რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი, ჩვნ უნდა გავიუდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია არის ამისთვის საჭირო, არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭირო არის მომზადება, მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ, რამდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ეს არის ერთი ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედი გეგმა, რაც არ ნიშნავს, პარტიების მაინცდამაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას, და რაც მტავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე ვიქნები თქვენთან ერთად, რომ ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ მომავალ არჩევნებზე.