პრეზიდენტი – ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა

საქართველოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა.
„ევროპა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას. მადლობელი ვარ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დასკვნითი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, რომელთაც საქართველოს მოქალაქეები, ს მუდმივი ოკუპაციის ქვეშ განიცდიან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.