პრეზიდენტი: დღეს მთავარი გამოწვევაა, ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი დავძლიოთ, რომელიც სირცხვილია ქვეყნისთვის

საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებით, დღეს მთავარი გამოწვევაა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ს დაძლევა, რომელიც “სირცხვილია ქვეყნისთვის და ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობასა და ღირებულებებს”. ამის შესახებ და, ასევე ქალების როლზე ეკონომიკასა და პოლიტიკაში მან დღეს, 8 მარტს ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე ისაუბრა.
“ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ანუ ქალთა მკვლელობა. ეს ყველაფერი სირცხვილია ქვეყნისთვის და პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობასა და ყველა იმ ღირებულებებს, რაც გვაერთიანებს და ამდენად, ეს არის მთავარი გამოწვევა, რომ რაღაცნაირად ჩვენ შევძლოთ და დავძლიოთ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა”, – თქვა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის სიტყვებით, პრაქტიკულად, არ არსებობას ეკონომიკური სექტორი, კულტურული დარგები, ან რომელიმე მიმართულება, სადაც ქალები ძლიერად არ არიან წარმოდგენილი, “მაგრამ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება იმ მიმართულებით, რომ მთავარ მიზანს – თანასწორობას მივაღწიოთ”.
პრეზიდენტმა ისაუბრა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე და თქვა, რომ ვერა და ვერ გაიზარდა პარლამენტში ქალთა რაოდენობა. “ჩვენ, ევროპასა და აზიაში პრაქტიკულად ბოლო რიგებში მდგარი ქვეყანა ვართ, ამ მიმართულებით. რატომაა ძალიან ცოტა ქალი წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში, პარლამენტსა და მთავრობაში? ეს დღეს პოლიტიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შედეგია: მორალური ძალადობისა და სიძულვილის ენის, რაც ყველამ გამოვცადეთ. ყველამ ვიცით, რომ ეს აფერხებს ქალების შესვლას პოლიტიკაში”.
სალომე ზურაბიშვილმა, ასევე განაცხადა, რომ ქალები როგორც ძალა, ქვეყანაში არ არიან წარმოდგენილნი, არ არიან იმ საფეხურებზე, სადაც უნდა იყვნენ და იმ ხელფასებით, რაც უნდა ჰქონდეთ: “ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ყველა თანამედროვე ქვეყანა სწორედ იმისკენ იღვწის, რომ მოხდეს ხელფასების გათანაბრება, მაგრამ ჩვენ ჯერ შორს ვართ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი”.
პრეზიდენტის თქმითვე, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის: “მათთვის ფინანსურ რესურსთან წვდომაც ბევრად გართულებულია. ეს ვიცით, თუმცა კანონმდებლობით ეს მდგომარეობა არ იცვლება, არ არის მიღებული ზომები, რათა მათ მიეცეთ თუნდაც კრედიტთან ხელმისაწვდომობის საშუალება, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივებიც და წამოწყების უნარიც ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ”.
დღესზე, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები უფლებადამცველებს პირადად გადასცა.
დაჯილდოვდნენ:
· ბაია პატარაია – ორგანიზაცია ,,საფარის” თანადამფუძნებელი;
· ანა არგანაშვილი – უფლებადამცველი;
· ,ელისო ამირეჯიბი – “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებელი;
· ნატო შავლაყაძე – “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებელი;
· თამარ მუსერიძე – დამფუძნებელი ორგანიზაციისა ,,ვეძებ”.